SuperTeacherTools

Game Answer Key

Play This Game


მწერლები
#1

1857 წელს პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ( იურდიული ფაკულტეტი). რომელ მწერალზეა ტექსტში საუბარი? 

ილია ჭავჭავაძე

#2

ვაჟა ფშაველას ნამდვილი სახელი და გვარი

ლუკა რაზიკაშვილი

#3

იოსებ გრიშაშვილის ნამდვილი გვარი

მამულაშვილი

#4

ეგნატე ნინოშვილის ნამდვილი გვარი

ინგოროყვა

#5

რომელი საუკუნის მწერალია ბესარიონ გაბაშვილი?

მეთვრამეტე

ნაწარმოებები
#1

ვისი ნაწარმოებია "სამოსელი პირველი"

გურამ დოჩანაშვილი

#2

ვის ეკუთვნის მოთხრობა "იგი"?

ჯემალ ქარჩხაძეს

#3

ვის მიუძღვნა ილიამ პოემა"განდეგილი?"

მეუღლეს-ოლღა გურამიშვილს

#4

რომელი ნაწარმოების ეპიგრაფია "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს-პირს უკანაო?"

"კაცია -ადამიანი?!"

#5

როგორი სტილით დაწერილი ნოველაა "თავსაფრიანი დედაკაცი"?

იმპრესიონისტული სტილით

ლექსები
#1

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

ვაჟა-ფშაველა

#2

ვისი ლექსია "რაც უფრო შორს ხარ?"

გალაკტიონ ტაბიძე

#3

ვის ეკუთვნის "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა?"

ხალხურია

#4

"შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის 
მომაგონდები ამ ანანურთან. 
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის, 
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა. "

ვის ეკუთვნის ეს ლექსი?

ლექსის ავტორია ტიციან ტაბიძე ( "ანანურთან")

#5

ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, 
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, 
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, 
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, 
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, 
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, 
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, 
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, 
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, 
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, 
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, 
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ვინ არის ავტორი?

შექსპირი,66 სონეტა

მიმდინარეობა
#1

რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენელია ნიკოლოზ ბარათაშვილი?

რომანტიზმი

#2

ცისფერყანწელები რომელი ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ თავს?

სიმბოლიზმი

#3

თერგდალეულები რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან?

რეალიზმი

#4

რა არის სურეალიზმი და ვის მიერაა დამკვიდრებული?

სურეალიზმი მიმართულებაა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში, რომელიც დამკვიდრდა ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ანდრე ბრეტონის მიერ.

#5

სად წარმოიშვა პირველად რომანტიზმი და როდის?

რომანტიზმი,როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა,წარმოიშვა XVIII საუკუნის ბოლოს გერმანიაში

ციტატები
#1

მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.

რომელი ნაწარმოებიდანაა ციტატა?

ილია ჭავჭავაძე-"კაცია-ადამიანი?!"

#2

“ადამიანი მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება,იგი თავის იმედებს ატყუებს თავისი ახლანდელი უბედურებით,ხოლო თავის უბედურებას–მომავლით,რომელიც მას არ ეკუთვნის, და ყველა თავის მოქმედებას მერყეობისა და სისუსტის ნიშანს აჭდობს.ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა.”

რომელი ნაწარმოებიდანაა ციტატა?

ბალზაკი-"შაგრენის ტყავი"

#3

“რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”

რომელი ნაწარმოებიდანაა ციტატა?

გოდერძი ჩოხელი-"ადამიანთა სევდა"

#4

„არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.“

რომელი ნაწარმოებიდანაა ციტატა?

ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი"

#5

“ადამიანები იმიტომაც ბერდებიან,რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო,მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს,რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ–ნელა,რაც წლები გადის, თანდათანობით ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი”

რომელი ნაწარმოებიდანაა ეს ციტატა?

გოდერძი ჩოხელი-"წითელი მგელი"

Final Question